“ყაზახები არიან შემდეგი, გამოსავალი უკვე არსებობს”, –  სოციალურ ქსელში, გავრცელდა  სახელმწიფო დუმის დეპუტატის ანდრეი გურულევის ხმოვანი შეტყობინება, რომ კრემლი გეგმავს აგრესიას ყაზახეთის წინააღმდეგ.

უცნობია, რამდენად ავთენტურია აუდიოჩანაწერი, თუმცა, ვიდეოში ხმა აშკარად გურულევს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა ეს ხმოვანი შეტყობინება  სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის კოლეგებს გაუგზავნა. “ყაზახები, რომლებმაც საკმარისად ნახეს თუ რა ხდება უკრაინაში, ძალიან სულელები არიან,ისინი ვერ ხვდებიან, რომ  შემდეგი არიან….. ისინი უბრალოდ სულელები არიან, ჯანდაბა!  ისინი იქნებიან შემდეგი!  პრინციპში, ვფიქრობ,  გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. “ – ამბობს გურულევი ვიდეოში. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში რუსულმა ტელევიზიამ ძალიან აქტიურად დაიწყო ყაზახეთის მიმართ სიძულვილის გაღვივება. იგივე თეზისები გამოიყენებოდა   ერთ დროს უკრაინის წინააღმდეგაც.

ყაზახებს ბრალი ედებათ რუსოფობიაში, რუსულენოვანთა ჩაგვრაში, გარე კონტროლში, „ანტირუსულ შეთქმულებაში“ მონაწილეობაზე და ა.შ. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნები საჯაროდ აცხადებენ პრეტენზიებს ყაზახეთის ჩრდილოეთ მიწებზე და აცხადებენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირმა ასტანას “აჩუქა”….