ვაშინგტონში და კიევში მუშაობენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო ზარზე, რომელიც სავარაუდოდ უნდა განხორციელდეს, ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამიტის წინ. ამის შესახებ ZN.UA იუწყება მინისტრთა კაბინეტის მიერ ავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კრემლმა, მიმდინარე  კვირას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 16 ივნისს  შვეიცარიის დედაქალაქში შეხვდებიან.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სამიტი განიხილავს “მნიშვნელოვან საკითხთა ფართო სპექტრს”, რადგან აშშ ცდილობს “აღადგინოს პროგნოზირება და სტაბილურობა” რუსეთთან ურთიერთობისთვის.

მედიაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ბაიდენი და პუტინი, პირველ რიგში, სამხედრო საკითხებს განიხილავენ.

 

 

 

 

თამო თავხელიძე