შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  16 ივნისს შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში შეხვდებიან,- ამის შესახებ პუტინის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

კრემლის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტები გეგმავენ განიხილონ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ვითარება და სამომავლო პერსპექტივები, მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის პრობლემები, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგი, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ჩათვლით და რეგიონული კონფლიქტები.

ბაიდენის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ლიდერებს მოუწევთ განიხილონ მთელი რიგი მწვავე საკითხები იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს აღადგინოს სტაბილურობა რუსეთთან ურთიერთობებში.

მედიაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ბაიდენი და პუტინი, პირველ რიგში, სამხედრო საკითხებს განიხილავენ.

 

 

თამო თავხელიძე