საინფორმაციო სააგენტო “პრაიმტაიმის” ვებ-გვერდზე, რომელსაც დღის განმავლობაში ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს, კიბერ-თავდასხმა მოხდა.

ჰაკერებმა შეძლეს საიტის ნაწილობრივ შეფერხება.

ტექნიკურმა ჯგუფმა მოახერხა პრობლემის დროული დაფიქსირება და საიტის მთლიანად გათიშვის აღკვეთა, თუმცა ამ დრომდე „პრაიტაიმის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მცირე ნაწილი წაშლილია.

ჩვენს ერთგულ მკითხველს კვლავინდებურად შეუძლია საინტერესო, ექსკლუზიურ და მნიშვნელოვან ამბებზე წვდომა.

სპეციალური ჯგუფი მუშაობს ჰაკერული შეტევის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენაზე.

ფაქტს სამართლებრივი მსვლელობაც მიეცემა.

 

წყარო: პრაიმთაიმი