პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი.ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

წყარო