სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ… 😊

აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე:

აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი – სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა.

აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე!

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით – არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა!

მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო.

ეს მათ განაცხადეს!

“კომპრომისი” – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა!!!

პასუხი კითხვაზე გაცემულია!

წერს საკუთარ facebook-ის გვერდზე პარტია”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.