რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ბევრი ქალი დაფეხმძიმდა, მათ შორის 14 წლის გოგონა, რომელიც 5-მა რუსმა ოკუპანტმა ჯარისკაცმა გააუპატიურა.

 

 

ბუჩას მკვიდრი 14 წლის გოგონა ახლა ის ორსულადაა და ბავშვის მოშორებას გეგმავს, რომლის მამაც მოძალადე და ოკუპანტია.

 

ეს ტრაგიკული ამბავი გოგონას მშობლების ნებართვით ჟურნალისტებს ფსიქოლოგმა ალექსანდრა კვიტკომ უამბომ რომელიც ამჟამად მუშაობს ომბუდსმენის ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური დახმარებისთვის

 

ალექსანდრას თქმით, გოგონას ოჯახმა შვილის დატოვება გადაწყვიტა. მათ ამის გაკეთება გადაწყვიტეს, რადგან ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ ახლა აბორტს გაიკეთებდნენ, დაზარალებული, სავარაუდოდ, შვილს ვეღარ გააჩენდა. აქედან გამომდინარე, 14 წლის გოგონას დიდი გზა აქვს განცდილის გასაანალიზებლად. პირველ რიგში ფსიქოლოგი ეხმარება გოგონას ამ ბავშვის მიღებაში. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ტრაგიკული ამბავი. ჯამში კვიტკო მუშაობს 5 ორსულ გოგონასთან, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს. ისინი ყველა 14-დან 18 წლამდე არიან.

არის იძულებითი ორსულობის შემთხვევები 25 აპრილის მდგომარეობით ომბუდსმენის ცხელ ხაზზე სექსუალური დანაშაულის 101 შემთხვევაა დაფიქსირებული. საუბარია მტრისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ადრე მომხდარ შემთხვევებზე.

 

 

 

თამო თავხელიძე