52 ქვეყნიდან მოხალისეები უკრაინაში მიდიან ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად: მათ რიცხვმა უკვე 22 000-სს გადააჭარბა.

 

უფრო ზუსტად კი:

 

20 000-ზე მეტი უცხოელი 52 ქვეყნიდან მზად არის იბრძოლოს უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო მოხალისეთა ლეგიონში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება Liga.net.

 

„ უკრაინამ ისინი არც დაიქირავა და არც წაახალისა. ეს არის მათი ნებაყოფლობითი სურვილი იბრძოლონ სიკეთის მხარეზე. მე არ მაქვს უფლება დავაფიქსირო მათი რაოდსენობა“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ განაცხადების საერთო რაოდენობა თითქმის 22 000-ზე მეტია.

 

მისივე თქმით, დღეს ქვეყანამ „შეუქმნა შესაძლებლობები“ უცხოელებს, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ბევრი მოთხოვნაა უცხოელი მოხალისეებისგან, მათ შორის გამოცდილი ვეტერანებისგან, მათი დამუშავება მიმდინარეობს.

 

თავისუფალი ნების ადამიანების მობილიზება მთელს მსოფლიოში „უბრალოდ გასაოცარია“.

 

 

 

 

თამო თავხელიძე