დანიამ უკრაინას 30 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება. დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ გაეროს მონაცემებით, უკრაინის თითქმის 15 მილიონ მოქალაქეს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ეს არის მოსახლეობის დაახლოებით 40%. ომმა განსაკუთრებით დააზარალა მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები, მათ შორის ქალები, ბავშვები და მიგრანტები.

დანიამ გამოაცხადა ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი, რადგან მისი განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრი დენ იორგენსენი მართავს შეხვედრას ევროპელ კოლეგებთან ბრიუსელში, რათა განიხილონ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ომი.

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის განაწილდება. მათ შორისაა გაეროს ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა OCHA, UNICEF და UNHCR. გარდა ამისა, მხარდაჭერის პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინელების უნარის გაძლიერებას, გადარჩენას მომავალ ზამთარშიმ რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე ახალი დარტყმების მიყენებას.

დანია ასევე მხარს უჭერს ჰუმანიტარულ განაღმვას და ვარაუდობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის 156 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი, დაბინძურებულია ნაღმებითა და სხვა ფეთქებადი ობიექტებით, რაც, მაგალითად, სამჯერ აღემატება თავად დანიის ტერიტორიას.

 

 

თამო თავხელიძე