ბექა ოდიშარია:

მომხდართან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:

 

ტყუილი#1❗️

 

გავრცელებული ინფორმაცია ტვ პირველის ეთერით სულ ახლახანს, რომ მე ვემალები მედია საშუალებებს, ან დარბაზიდან გამოვედი იმიტომ, რომ ვინმესთან შეხვედრის მეშინია.

 

მე ყოველთვის გამოვდივარ დარბაზიდან, როდესაც არის მინისტრის საათი და მოხსენება,რადგან ვემზადები, რომ ჯერ დავსვა კვალიფიციური შეკითხვა და მერე კი ბუნებრივია გამოვეხმაურო მას კომიტეტის სახელით ჩემს გამოსვლაში.

 

ტყუილი # 2❗️

 

რაც საგანგებოდ ხაზგასასმელია, რომ ჩემი აღშფოთება, გაბრაზება, შეეხებოდა ქალთა კვოტირების საკითხს.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

 

ის აბსოლუტურად არ იყო შემხებლობაში ამ თემასთან და თუ ადამიანებმა მოისმინეს ის, რაც მოისმინეს ჩემგან და მე მესმის, რომ პარლამენტი არც სტადიონია და არც საკუთარი ოჯახი, თუმცა იქაც გვაქვს უფლება გვქონდეს პირადი სივრცე, რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს და ბედის ირონიით ასეთად დაფიქსირებული,

 

ვინ იწერს ?! და ვინ აქვეყნებს ადამიანის პირად ბრაზს?!

გამოთქმულს თავის პირად სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა არა ვარ მართალი, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ხდება პარლამენტის დარბაზში.

მთავარი არხია, რომელიც ცნობილია პირდაპირი ეთერიდან უშვერი სიტყვებით მოხსენიების, საქართველოს პრეზიდენტის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საპატრიარქოს წარმომადგენლების და ვისიც გნებავთ საერთოდ.

 

მე მესმის თქვენ რატომ ხართ გაკაპასებული (მთავარის ჟურნალისტს), მათ შორის თქვენ გამხილეთ იმაში, რომ ვითომდა დანიშნულების გარეშე იღებთ გრანტებს და ეს რას უნდა მოხმარდეს საზოგადოებამ კარგად უწყის.( ელჯიბითი პროპაგანდას, სახელმწიფო გადატრიალებას და სხვა)

ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს გამონათქვამს:

მე ვწუხვარ საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა ეს არ არის აბსოლუტურად მისაღები და მოსასმენად მძიმეა და წარმოსათქმელადაც მიზანშეუწონელია და მოსასმენად რა თქმა უნდა ძალიან უკიდურესად არასასიამოვნოა და მე ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, იმიტომ, რომ მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, მათ შორის ყველაზე მტრულად განწყობილნიც, რომ მე არასოდეს, არცერთი არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არ შემიურაცხყვია 8 წლის განმავლობაში.

 

თუმცა მინდა გითხრათ, ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არცერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის თქვენ ვერ ნახავთ ვერსად, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი ან გვარი, ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე.

(მთავარის ჟურნალისტს)

ბოდიში თქვენ მოუხადეთ საზოგადოებას ამდენი წლის განმავლობაში, იმისათვის …. (ფორმულას და მთავარს)

მე თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი, მე თუ მომინდება და თუ ჩავთვლი საჭიროდ, რასაც ვთვლი საჭიროდ…

რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ მაინტერესებს, თქვენი დამფუძნებელი დედას რომ აგინებდა ქვეყანას და ყველას და მათ შორის პრეზიდენტს, ეხლა მოდის რეინკარნირებული…

გეუბნებით, რა თქმა უნდა ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მითუმეტეს პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი.

ამისათვის არა თქვენ, არამედ საზოგადოებას, საზოგადოებას უბრალოდ მე ვუხდი ბოდიშს, იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის შეჩვეული ამ გამონათქვამებს, მაგრამ, სწორედ ამიტომ მინდა მივანიშნო საზოგადოება, თუ რაოდენ მტკივნეულია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს, ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდევ მრავალ სხვას.

ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვყავს შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ.

მე არცერთი თქვენთაგანისთვის, არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმიღია უსამართლო კრიტიკაც, აბსოლუტურად გაყალბებული ფეიკ სიუჟეტები და რეპორტაჟები მინახავს ჩემ თავზე, შეურაცხყოფა არ მომიყენებია და თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო პირადად, მე რა თქმა უნდა ბოდიშს ვუხდი! საზოგადოებას კი განსაკუთრებით, მაგრამ ის რომ მე პირდაპირ არავინ დამიდეინფიცირებია პირდაპირ ადრესატად ეს ფაქტია და ფაქტი კი ჯიუტია!

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებ:

სულ ორ ადამიანთან მქონდა შეხება ამ ჩემი გამონათქვამის შემდეგ, რის გამოც ვწუხვარ კიდევ ერთხელ გეუბნებით და მითუმეტეს მედია საშუალებების წარმომადგენლები ხართ, მათ შორის კადრში დომინირებთ ქალები და ამიტომ ძალიან ვწუხვარ ვიმეორებ და ეხლა მე ვერავის რაღაც თითით მინიშნებას, რომ ბოდიშს ვიხდი, თუ არ ვერ მივიღებ… რა თქმა უნდა მე ვწუხვარ.

 

ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ეს თავისთავად ცხადია ამ გამონათქვამის გამო, მაგრამ ის რომ ადამიანები ბედავენ და ამდენი წელიწადია ატერორებენ ჩვენ ოჯახებს, შეურაცხგვყოფენ ჩვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, პრორუსებად, რუსულ ხელისუფლებად მოგვიხსენიებენ, ეს დედის გინებაზე უარესია, მითუმეტეს მე დედაც კი არ შემიგინებია არავისთვის და კიდევ ერთხელ ვიძახი არ არის პარლამენტის სასესიო დარბაზი ის ადგილი ,სადაც შეიძლება შენს თავს მისცე ის თავისუფლება, რომ ასეთი …

 

მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და მართლაც ჩვენ მოთმინებასაც საზღვარი აქვს და ეხლა არ დამიწყოს ვინმემ ლაპარაკი, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება.

თმენის ვალდებულება ეს არის კეთილი ნება ადამიანის და ამ ნებას ვიჩენთ 8 წელიწადია, ყოველ შემთხვევაში მე!

 

ერთი წამოცდენა, რომელიც ჯაშუშურად, როგორც ამათი წესია ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და ეს მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია არანაირი კავშირი არ აქვს ამას ქალების კვოტირებასთან!!!

 

არანაირი კავშირი ქალთა კვოტირების კანონპროექტთან ამ გამონათქვამს არ ჰქონდა.

 

არ ვიცი ადამიანები ბრაზს რომ გამოხატავენ,მისი კონტექსტი, რა ვიცი კითხეთ ოჯახში, არ ვიცი არ ვიცი… საკმაოდ დამონტაჟებულია იქ ტექსტები გადაჭარბებით.

 

ეგ ვიდეო თქვენს გამოისობით მეც ნანახი მაქვს აბა ისე როგორ იქნებოდა, სული და გული გაქვთ ჩაქსოვილი მაგ ვიდეოში და როგორ არ ვნახავდი.

მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არცერთი ჩემი კოლეგა დეპუტატისთვის მითუმეტეს ქალისთვის, ისევე როგორც კაცისთვის წარსულში შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. გაბრაზებით ასეთი გამონათქვამიც მიუღებელია პარლამენტის სასესიო დარბაზში, პლენარულ დარბაზში, თუმცა იქაც კი ადამიანს აქვს უფლება, მოშორებით კოლეგებისგან დაახლოებით ალბათ 70 მეტრში და კამერებიდან 100 მეტრში, წყლის დალევის პროცესში რაღაცის თქმა და ამის ჩაწერა, იმიტომ, რომ დილას ჩემმა გამონათქვამმა ალბათ აუწვა, გარკვეული შეგრძნებები… გაუმძაფრა გარკვეული შეგრძნებები მათ შორის მთავარ არხს იმასთან დაკავშირებით, რაც მე ვთქვი დაფინანსებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს ჩემი ესეთი ადევნება და ნუ ამ ადევნებაში ჩემდა სამწუხაროდ ….

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებ,განსაკუთრებით მივმართავ ყველა ქალს, ვინც კი შეიძლება ეს მიიღოს რაღაცნაირ შეურაცხყოფად, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით და ჩემთვის პატივიც იქნება, რომ ბოდიში მოვუხადო, მაგრამ განსაკუთრებით იმ საზოგადოებას, რომელიც მე მიცნობს და რომელმაც იცის რომ ეს ჩემი ხელწერა არ არის.

გმადლობთ ყურადღებისთვის🙏

წერს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია.