ლიტვა მზად არის მუდმივად უმასპინძლოს ამერიკულ ჯარს.  რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ლიტვის ხელისუფლება სამხედრო დახმარებას ნატოს ქვეყნებისგან ელის. პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ვილნიუსი აპირებს სთხოვოს შეერთებულ შტატებს ჯარების განთავსების თაობაზე ლიტვაში, მუდმივ საფუძველზე. 

 

უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ლიტვის ხელისუფლება აპირებს მიმართოს აშშ-ს ადმინისტრაციას მათი ჯარისკაცების ქვეყანაში მუდმივი განთავსების თხოვნით. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამის შესახებ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ როტაციის საფუძველზე განლაგებული ჯარისკაცები სამუდამოდ დარჩებიან ლიტვაში“, – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ოთხშაბათს, 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების საუკეთესო ღონისძიება, რაც ნატოს შეუძლია გაიღოს არა მხოლოდ ლიტვისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. 2019 წლიდან შეერთებულმა შტატებმა ლიტვაში განათავსა დაახლოებით 500 ჯარისკაცი, მათ შორის აღჭურვილობა. საბრძოლო ჯგუფები ცვლიან ერთმანეთს როტაციით. ვილნიუსი გერმანიისგან სამხედრო დახმარებას ელოდება.  დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით ვილნიუსი გერმანიისგან სამხედრო მხარდაჭერასაც ითხოვს – საჰაერო თავდაცვის სფეროში.

 

ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „აბსოლუტურად საჭიროდ“ მიიჩნევს ლიტვაში ნატოს ჯარების ყოფნის გაზრდას: „მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ ანტი- თვითმფრინავის რაკეტები ან საზენიტო იარაღი აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას ლიტვაში შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემით“. „ახლა დროა ბალტიისპირეთის ქვეყნები სამხედრო გზით გავაძლიეროთ“, – თქვა აბუკევიჩიუსმა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესმის.

ორი დღით ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია კიდევ 350 ჯარისკაცს და ოფიცერს გაგზავნის ლიტვაში ნატოს კონტიგენტის გასაძლიერებლად.

 

 

 

 

თამო თავხელიძე