კრემლმა, ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივას არ აღიაროს ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად, თუ ის გადაწყვეტს ახალი ვადით კენჭისყრას, აგრესიული და არამეგობრული უწოდა,-ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, წერს კომერსანტი.

 

„ჩვენ ვნახეთ შეტყობინებები. რომელზეც  უფრო სასაცილო, აგრესიული და არამეგობრული არაფერი შეიძლება. მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს შეიძლება იყოს დემონსტრირება იმისა, რომ შეერთებული შტატები ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივებით, ჩვენს საქმეებში ჩარევა მიუღებელია“, – განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

 

პესკოვმა აქვე დასძინა, რომ მხოლოდ რუსებს შეუძლიათ განსაზღვრონ, ვინ და როდის იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამაში ჩარევის უფლება მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე საპასუხო ქმედებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, პესკოვმა უპასუხა, რომ “პასუხის საჭიროება არ არის, მაგრამ ჩვენმა დეპუტატებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დატოვონ ეს რეაქციის გარეშე, რაც უკვე სახეზეა”.

 

 

 

 

თამო თავხელიძე