გერმანული გამოცემა DW წერს, რომ კორუფცია დაასრულებს დასავლეთს და მომავალი ჩინეთს ეკუთვნის.  საქმე იმაშია, რომ მერკელი და ბაიდენი  Nord Stream 2-ის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, რაც პუტინის რეჟიმს გამოადგება. როიტერსის თქმით, შეერთებული შტატები დაარწმუნებს უკრაინას, რომ კიევმაც მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას. ეს ყოველივე კი ნათლად გვიჩვენებს დასავლეთის დეგრადაციის სიღრმეს.

 

 

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს დაასრულოს Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობა დამატებითი მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების გარეშე.

 

უფრო ზუსტად კი: ოთხშაბათს, 21 ივლისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც მწვანე შუქს აძლევს რუსული საექსპორტო გაზსადენის Nord Stream 2 მშენებლობის დასრულებას (რომელსაც მართავს გაზპრომის 100% შვილობილი Nord Stream 2 AG). ეს გაზსადენი გაზრდის გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობას ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში და სრულად გამოყენების შემთხვევაში, რუსეთს საშუალება ექნება გაატაროს გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიაზე.

 

 

 

www.bbc.com

 

 

 

თამო თავხელიძე