კორონავირუსის ახალი შტამი “მიუ”, რომელიც კოლუმბიაში 2021 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, აქვს უკიდურესად საშიში თვისებები. ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ენტონი ფაუჩიმ ამერიკულ ტელეარხ CBS- თან.

 

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “მიუ” შტამს აქვს მუტაციების მთელი რიგი, რაც თეორიულად  საშუალებას აძლევს მას გადალახოს  ყოველგვარი დაცვა ამა თუ იმ გარკვეული ანტისხეულებისგან.

 

გარდა ამისა, ამ დროისთვის არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, რომ დღეს გამოყენებული ვაქცინები ადამიანებს იცავს  თუ არა კორონავირუსის ახალი შტამისგან.

 

ამავდროულად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ იმუნიტეტის სიმტკიცე, რომელსაც აძლევს კორნოვირუსის საწინააღმდეგოდ დამტკიცებული ვაქცინები ადამიანებს, საკმარისია ვისაუბროთ მათ ეფექტურობაზე იმ შტამების მიმართ, რომლებთანაც ამ ვაქცინებს უკვე ჩატარდა კვლევა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს “მიუ” კორონავირუსის შტამი არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს და მისი შედარება არ შეიძლება დელტას შტამთან.

 

ცნობილია, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ დაასახელა დელტას შტამის სიმპტომები.

 

 

თამო თავხელიძე