ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მასიურად ეჯახებიან კოგნიტურ დეფიციტს, რომელიც არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგაც კი. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ერთობლივ კვლევაში, რომელიც  The Lancet-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მეცნიერებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ კორონავირუსი აფერხებს კოგნიტიურ შესაძლებლობას პაციენტებში და რომ ეს სიმპტომი შეიძლება ქრონიკულ ფაზაში გადავიდეს.

კერძოდ, კვლევებმა აჩვენა ნევროლოგიური დარღვევები იმ ადამიანებში, რომელთაც დაავადება მძიმედ გადაიტანეს. შიშების შესამოწმებლად ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 81 ათასი ადამიანი.

მთელი წლის განმავლობაში ადამიანებს ჩაუტარდათ ტესტირება და ისინი იძლეოდნენ მონაცემებს საკუთარი თავის შესახებ, იყვნენ თუ არა დაავადებულები კორონავირუსით და რა ფორმით გადაიტანეს ეს დაავადება. ამის შემდეგ, მეცნიერებმა შეადარეს ჯანმრთელი ადამიანების მონაცემები, ვირუსგადატანილი ადამიანების მონაცემებს.

მკვლევარებმა ასევე სცადეს გაეთვალისწინებინათ სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების დონე და სქესი. შედეგად, შესაძლებელი გახდა გაერკვიათ, რომ  კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანები განიცდიან ინტელექტის მნიშვნელოვან შემცირებას.

კორონავირუსმა განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა იმ ადამიანებს, რომლებმაც  მძიმე ფორმით გადაიტანეს დაავადება და აქვე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეს ზიანი  დროთა განმავლობაში აღდგება, თუნდაც  კორონავირუსული დაავდებიდან  ერთი წლის შემდეგაც კი.

ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსი მრავალმხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობებზე – ლოგიკაზე, აზროვნებაზე და კონცენტრაციაზე. ამ დროისთვის მეცნიერები ამ კუთხით კვლავ აგრძელებენ კვლევას.

 

ჯანმო ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემია შეიძლება  2022 წლის ბოლომდე გაგარძლედეს.

 

 

თამო თავხელიძე