ხუთი სახელმწიფოს მეთაურმა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება „ატომური ომის პრევენციისა და შეიარაღების შეჯიბრის თავიდან აცილების შესახებ“. შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებას ხელი მოაწერეს რუსეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. მასში ნათქვამია, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული, ამიტომ ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს.

სახელმწიფოს მეთაურებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღი, სანამ ის არსებობს მსოფლიოში, უნდა ემსახურებოდეს ექსკლუზიურად თავდაცვით მიზნებს, ომის თავიდან ასაცილებლად და აგრესიის შეკავებას, რადგან ასეთი იარაღის გამოყენება შორსმიმავალ შედეგებს გამოიწვევს.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეწყდეს ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელება.

გარდა ამისა, ხუთი სახელმწიფოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებისადმი და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ამ სფეროში მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულება.

 

 

თამო თავხელიძე