ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხშირი სლოკინი შესაძლოა, კორონავირუსისგანვითარების ერთ–ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ დასკვნა ჟურნალ The American Journal of Emergency Medicine–ში გამოქვეყნდა.

მათ ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთეს, რაც კორონავირუსითინფიცირებული 62 წლის პაციენტი გამოიკვლიეს. როგორც ირკვევა, მას COVID-19–ის არცერთი მანამდე ცნობილი სიმპტომი არ ჰქონდა. თუმცა, ის ოთხი დღის განმავლობაში ასლოკინებდა.

კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.