ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში,  ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა Twitter- ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

 

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის პატივი იყო ტიხანოვსკაიასთან შეხვედრა. ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ბელორუს ხალხს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისკენ სწრაფვაში.

 

თავის მხრივ, ტიხანოვსკაიმ სიმბოლურად განაცხადა, რომ მასთან ვაშინგტონში 36 ათასი ბელორუსია, რომლებმაც წამება და დაპატიმრებები გაიარეს, მათგან 10 გარდაიცვალა.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ამაყობს თავისი ხალხით, რომლებიც აჯანყდნენ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ტიხანოვსკაიას თქმით, ბელორუსი ხალხი უკვე ერთი წელია ეწინააღმდეგება დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს. ამავე დროს, ტიხანოვსკაიამ განმარტა, ამ ეტაპზე ბრძოლა გრძელდება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ახლა ბელორუსი ამ ბრძოლის სათავეშია.

გარდა ამისა, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა, რომ ბელორუსი უნდა გახდეს წარმატებული მაგალითი იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც დემოკრატიაზე გადასვლა მოხდა არაძალადობრივი გზით.

 

მან თქვა, რომ მან თეთრი სახლი დატოვა იმ ნდობით, რომ შეერთებულმა შტატებმა მილიონობით ბელორუსელის ხმა გაიგო. ამავე დროს, ტიხანოვსკაიამ განმარტა რომ ბელორუსის რევოლუცია ”არ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან”, მაგრამ ეს ბელორუსების დემოკრატიული არჩევანია და მათ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაუჭიროს მხარი.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ასევე მოლაპარაკებები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან.

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე