ისრაელში კნესეტმა გაათავისუფლა პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა. ამის შესახებ Times of Israel იუწყება.

 

კვირას, 13 ივნისს, ისრაელში დამტკიცდა ახალი მთავრობა, რომელსაც ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა. ახალი შემადგენლობა დამტკიცდა ერთი ხმით – 60 წინააღმდეგ -59.

ახალი კოალიციის პირობებში, 49 წლის ბენეტი, იამინის მემარჯვენე პარტიების ალიანსის ლიდერი, პრემიერ მინისტრის მოვალეობას 2023 წლის სექტემბრამდე შეასრულებს, შემდეგ კი თანამდებობას, 57 წლის იაირ ლაპიდი, ცენტრისტული პარტიის იეშ ატიდის ლიდერი , დაიკავებს.

 

ამ დრომდე ბენეტი იყო თავდაცვის მდივანი ნეთანიაჰუს მთავრობაში. ბენეტმა მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ მეთაურს და დასძინა, რომ ყველა თაობას საკუთარი ლიდერები სჭირდება. თავის მხრივ, თავად ნეთანიაჰუმ ბენეტის პოლიტიკურ ძალას “ყალბი მემარჯვენე” უწოდა და მათ ბრალი დასდო მარცხენა ცენტრისტებთან მოღალატე გარიგებაში.

მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაამატა, რომ ახლა ის თავს ოპოზიციის ლიდერად თვლის და ხაზი გაუსვა, რომ “ღვთის დახმარებით დაამხობს მემარცხენე მთავრობას”.

 

 

თამო თავხელიძე