გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა კანცლერის ანგელა მერკელის მოსკოვში ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა,-ამის შესახენ იტყობინება რუსული მედია.

 

”შეხვედრაზე განიხილება ძირითადი საერთაშორისო თემები: აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი, რომლის გადასაჭრელად რუსეთს შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ბელორუსთან მიმართებაში,” – თქვა ზაიბერტმა.

 

მთავრობის წარმომადგენელმა აქვე დასძინა, რომ შეხვედრის დროს მთავრობის მეთაურები, ავღანეთის თემასაც შეეხებიან.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე