სამარას ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ხინშტეინის მიერ გაჟღრებული ინფორმაციის  შემდეგ.

დეპუტატის  თქმით, მინისტრი ერთსქესიან ურთიერთობაშია დეპუტატმა თავის tg არხზე დაწერა, რომ მინისტრი სერგეი ბურცევი ერთსქესიან ურთიერთობაშია მის ქვეშევრდომ ანდრეი ზოლოტუხინთან.

ხინშტეინმა განაცხადა, რომ ბურცევმა და ზოლოტუხინმა, სავარაუდოდ, იქირავეს ერთი სასტუმრო ოთახი კისლოვოდსკში და ერთად გაატარეს შვებულება.

დეპუტატის თქმით, სამარას რეგიონში ბავშვების აღზრდას „ ღიად ანდობენ  გეი პროპაგანდისტებს“. იმავე დღეს საღამოს, ბურცევმა გამოაქვეყნა პოსტი VK-ზე, რომელშიც მან განაცხადა, რომ აპირებს გადადგეს მინისტრის პოსტიდან  თუმცა ამავდროულად  უარყო დეპუტატ ხინშტაინის ბრალდებები.