ცნობილმა და სკანდალურმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა საკუთარ საინფორმაციო საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ის აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ( CIA ) რუსეთში გაქცეული ყოფილ ოფიცერს , ედუარდ სნოუდენს შეხვდა.

ტაკერ კარლსონის საქმიანობას ამერიკული საზოგადოებისა და პოლიტ-ელიტის ნაწილი უარყოფითად უყურებს.

კარლსონი ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორს” ეძახის და ამბობს, რომ აშშ უკრაინას აღარ უნდა დაეხმაროს.

კარლსონი ულტრა-კონსერვატლრი ჟურლაისტია, რომლოს თქმითაც ამერიკულ საზოგადეობას წარმოდგენაც კი არ აქვს რა ხდება რუსეთში და რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მისი თქმით ამერიკელებმა პუტინს უნდა მოუსმინოს, რადგანაც სწორედ მათი ფულით ფინანსდება ომი უკრაინაში.

კარლსონი Fox news -ის წამჰვანი ჟურნალისტი იყო და მუდმივად გამოირჩეოდა პოპულისტური და მაპროვოცირებელი სიუჟეტების მომზადებით. ის სამსახურიდან 2023 წლოს აპრილში მიზეზის განუმარტავად დაითხოვეს.

ტაკერ კარლსონი იყო ისეთი კონსპირაციული თეორიის ავტორიც, რომლის მიხედვითაც აშშ-ს  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბდა, რაც კომპანია “დომინიონის” მიერ წარმოებული ხმის დამთვლელი აპარატის დამსახურება იყო. მსგავსი განცხადებების გამო Fox news-ს ” დომინიონმა” სასამართლოში უჩივლა, რის გამოც Fox news – მა 787 000 000 დოლარო დაკარგა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით კარლსონის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი სწორედ ამ სასამართლო დავას უკავშორდება.

კარლსონი დიდი ხანია ამბობს, რომ დასავლეთი პუტინისგან ქმნის მტრის ხატს, რადგან ეს შიდა არჩევნებზე ელექტორატის თვალის ასახვევად სჭირდება, ხოლო სინამდვილეში პუტინი უსაფრთხოა და აშშ წესით მასთან უნდა თანამშრომლობდეს.

კარლსონის თქმით დასავლეთს არ ესმის პუტინის, რომელიც სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.