თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.