ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი  ტრამპს და რესპუბლიკელებს შეხვდა. დევიდ კამერონი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა. MSNBC-თან ინტერვიუში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეს იყო “კარგი”, თუმცა “პირადი” შეხვედრა, ამიტომ იგი ვერ შეძლებს შეხვედრის  ყველა დეტალი გაამჟღავნოს. თუმცა ცნობილია, რომ მან ამ შეხვედრისას რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეახსენა, რომ- “პუტინს ნუ ენდობი”

კამერონი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, რათა დაარწმუნოს რესპუბლიკური პარტიის წევრები უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფაში. ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული პაკეტი ქვეყნის სენატმა ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე ჯერ არ არის მიტანილი. „ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხე შეიქმნება, თუ პუტინის უკრაინაში გამარჯვებას დავუშვებთ“, – განაცხადა დევიდ კემერონმა და აქვე დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, მთავარიამ რომ „არავის სურს, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინი გაიმარჯვებს და უკრაინა დამარცხდება“.