1. ჩვენი ხელისუფლება თავისი ქმედებებით და ღირებელებებით რომ სრულიად არაევროპული იყო ეს დიდი ხანია ვიცით. მაგრამ ის თავს არიდებდა ნაბიჯებს, რომლებიც აშკარა, ღია კოლიზიაში მოვიდოდა განცხადებულ პროევროპულ კურსთან. ახლა ერთ თვეში ასეთი სამი გამოკვეთილი ნაბიჯი დაგროვდა: (1) ე.წ. შარლ მიშელის ხელშკრულებიდან გამოსვლა, (2) ბელარუსის სუკთან ხელშეკრულების ძალაში შეყვანა და ახლა ეს (3) ევროკავშირის შეღავათიან სესხზე დემონსტრაციული უარის თქმა. ეს სიახლეა, ცხადია, ძალიან შემაშფოთებელი.