აშშ-ი იზრდება ჩინეთთან ეკონომიკური პაექრობის დინამიკა, რასაც ხელს უწყობს მსოფლიოს მასშტაბით ჩინური გავლენების ზრდა. ამავდროულად თავად აშშ-ც იმ ქვეყნების სიაშია, ვისაც ჩინეთის ძალიან დიდი მოცულობის ვალი აქვს. იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ს პოლიტიკაზე სახელწმიფო ვალები რუსეთ-უკრაინის კონფლიკტის ფონზე, ამას დრო გვიჩვენებს.

“ჩინური სესხები ფარული და შეუბრალებელი პირობებით ემუქრება მრავალ განვითარებად ქვეყანას რომელთა დათმობებმა ჩინეთთან დაკავშირებით შესაძლოა გავლენა იქონიოს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ჩინეთის კომუნისტური პარტიის სტრატეგია გაზარდოს თავისი გავლენა წყნარ ოკეანეში, ემყარება იძულებით გარიგებას, შემდეგ კი გარიგების შეწყვეტას მათსავე სასარგებლოდ”. – ამბობს  ჯოელ რუბინი, რომელიც მუშაობდა როგორც რესპუბლიკელების, ისე დემომრატების ადმინისტრაციაში. ბოლო დროს ის იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ობამას ადმინისტრაციაში.  Fox News Digital-თან ინტერვიუში  მან დასძინა, რომ ჩინეთის სამიზნეა ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა საზღვაო ფლოტისთვის, განსაკუთრებით ბაზებისთვის”.

  • რუბინის კომენტარები პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც იზრდება შეშფოთება განვითარებად ქვეყნებზე ჩინეთის სესხების გავლენის შესახებ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ჩინეთმა გამოიყენა თავისი პოზიცია პორტებისა და ბუნებრივი რესურსების კონტროლის მიზნით, ქვეყნის მზარდი ამბიციების სასარგებლოდ.
    Fortune-ის ამ თვეში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ათეულობით ქვეყანა გადადის ჩინური გავლენის ქვეშ ეკონომიკური არასტაბილურობის და ჩინეთიდან მიღებული სესხების სიმძიმის გამო. მათ შორის პაკისტანი, კენია, ზამბია, ლაოსი და მონღოლეთი. ამ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ვალის დაფარვის მოცულობამ მათი საგადასახადო შემოსავლების უფრო დიდი პროცენტი დაიკავოს, რაც აიძულებს ქვეყნებს მკაცრი არჩევანის გაკეთებას ისეთი სერვისების საპირწონედ, როგორიცაა სკოლა, ელექტროენერგია და სასიცოცხლო სოციალური სერვისები.  უფრო უარესია ის, რომ ჩინეთის წინაშე დავალიანების მქონე  ქვეყნები ხშირად ვერ იღებენ დახმარებას სხვა კრედიტორებისგან ჩინეთთან სესხების საიდუმლო პირობების გამო.

ანალიტიკოსები ჩინეთის ექსპანსიურ პოლიტიკას  მოიხსენიებენ როგორც “ჩინური ვალების ხაფანგს”.

ზოგიერთი თეორიით,  სესხების პირობები ძალიან მკაცრია და  დაფარვა თითქმის შეუძლებელი, რითაც ჩინეთი მოვალე ქვეყნებს აიძულებს  დაუქვემდებარონ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები  მათ.

“ჩინური ვალის ხაფანგის”  ყველაზე  თვალსაჩინო  მაგალითია ჰამბანტოტას საერთაშორისო პორტი შრი-ლანკაში, რომელიც 2010 წელს გაიხსნა.

შრი-ლანკის მთავრობამ პორტის კონტროლის 70% საბოლოოდ მიჰყიდა ჩინურ კომპანია China Merchants Port-ს, რათა გადაეხადა სუვერენული დავალიანება, რომელიც არ იყო დაკავშირებული პორტის მშენებლობასთან ან ოპერაციებთან.

გარიგების თანახმად  პორტი გადაეცა ჩინეთს 99-წლიანი იჯარით, რომელიც მათ  აძლევთ სრული კონტროლის საშუალებას ზემოთხსენებულ სტრატეგიულ ობიექტზე. მართალია შრი-ლანკის ოპოზიციურ სპექტრში ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ გარიგება მაინც შედგა, რამაც საკმაოდ დააზიანა ამ ქვეყნის სუვერენიტეტი.