ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. 55 წლის პრემიერი COVID-19-ის დიაგნოზით 1 კვირის წინ ლონდონში, წმინდა თომას საავადმყოფოში მოათავსეს.

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

ექიმების რჩევით, ახალი ვირუსისგან გამოჯანმრთელებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამსახურს ჯერჯერობით არ დაუბრუნდება და რეაბილიტაციას ლონდონს გარეთ მდებარე საკუთარ რეზიდენციაში გაივლის.

2020-04-12T17:43:14+04:00აპრილი 12th, 2020|