22 წლის ამერიკელ ქალს ალისა ენ ზინგერს, არასრულწლოვანებთან სექსუალური ძალადობის ფაქტზე

ასამართლებენ.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით,  ფლორიდაში, 22 წლის ქალს ბრალი დასდეს რამდენიმე მოზარდ ბიჭთან სექსუალურ ურთიერთობასა და მათთვის პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეოების გაგზავნაში. მისი მსხვერპლი ძირითადად 12-დან 15 წლამდე ბიჭები იყვნენ.

სასამართლოს ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ზინგერმა უარი თქვა წაყენებულ ბრალდებაზე  და განმარტა, რომ ბიჭებთან ყველა სექსუალური ურთიერთობა იყო შეთანხმებული და არაძალადობრივი. . .

პოლიციამ ზინგერის წინააღმდეგ გამოძიება ამ წლის დასაწყისში დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას, 146 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.