კანონიერი ქურდის საფლავზე გარჩევაზე, პოლიციელებსა და კრიმინალებს შორის გავლენების გადანაწილებაზე მთავარი არხის მიერ გამოაშკარავებული ინფორმაცია შემზარავია.

სიმართლე გითხრათ, მსგავსი ინფოს შემდეგ მოტივაცია მემატება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რეფორმირებული, სამართლიანი მართმსაჯულების გარეშე – ჩვენს ქვეყანას ძალიან მცირე შანსი აქვს განვითარების. უფრო მეტიც – არ აქვს.

ზუსტად ამიტომ, მე ჩემი პოლიტიკური მიზანი, ჩემს მეგობრებთან ერთად, განსაზღვრული მაქვს – საქართველოს ჰქონდეს ისეთი მართმსაჯულება, პოლიცია , სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ჩვენს ქვეყნას მისცემს განვითარების შანსს. რაც იყო წარსულში – აღარ გავიმეოროთ. ამისთვის მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო. ნებისმიერი, ვინც ამ ამოცანას ოდნავ მაინც გადაუხვევს (რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა იყოს) – მომავლის წინაშე დამნაშავე იქნება.

არ ვაპირებთ ჩვენი სამშობლო ივანიშვილის დროს გაძლიერებულ კანონიერ ქურდებს, ფარცხალაძეებს და მოროდიორებს დავუტოვოთ, ან იმ საზიზღარ კასტას – ქურდებს და კორუფციას რომ უზავდება, თვალებს თხრის და ჩინჩალაძეს სასამართლოში გვასამართლებს.

ეს არის ჩემი მიზანი და ბევრის, ვინც ამ ქვეყნის მომავალს ხედავს.

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.