შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარიგება თალიბანთან ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ კატასტროფაა,-ამის შესახებ განცხადება,  ნატო -ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.

 

მისივე თქმით, შეცდომა იყო ის, რომ თალიბანის ტერორისტებს ეცნობათ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღის შესახებ.

 

”გარიგება იყო დიდი შეცდომა, მე მას კატასტროფას დავარქმევდი”, – აღნიშნა რასმუსენმა. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ თალიბანისათვის გარკვეული პირობები უნდა გამხდარიყო შეთანხმებების საფუძველი. მაგალითად, ტრამპს უნდა ეთქვა, რომ ჯარების გაყვანა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თალიბები შეთანხმდებიან ავღანეთის მთავრობასთან პოლიტიკურ მორიგებაში, რაც უზრუნველყოფს  საზოგადოების მშვიდობიან გადასვლას ახალ მთავრობაში.

2020 წლის 29 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას კატარის დედაქალაქ დოჰაში, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას 8,600 ჯარისკაცამდე.

 

2021 წლის 31 აგვისტოს ღამით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ავღანეთიდან აფრინდა.

 

 

თამო თავხელიძე