გერმანია უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში აფინანსებდა რუსულ ფაშიზმს. ეს აზრი ამერიკელმა პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა Twitter-ზე გამოთქვა.

 

„ოცდაათი წლის განმავლობაში გერმანელები უკრაინელებს ლექციებს უკითხავდნენ ფაშიზმზე. როდესაც ფაშიზმი მართლაც მოვიდა, გერმანელებმა დააფინანსეს და უკრაინელები მის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან“, – წერს ის.

 

ამით სნაიდერი გულისხმობს გერმანიისა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობას ენერგეტიკულ სექტორში. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიუხედავად, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, ბერლინი განაგრძობდა რუსეთისადმი ენერგეტიკის საფასურის გადახდას.

 

ტვიტერზე სნაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიამ, მისი ეკონომიკური სიძლიერის გათვალისწინებით, უკრაინას ძალიან მცირე დახმარება გაუწია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ომში.

 

 

”იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას, ესტონეთმა გააკეთა ყველაზე მეტი (მშპ-ს თვალსაზრისით), ხოლო გერმანიამ – ყველაზე ნაკლები,” – დასძინა ისტორიკოსმა.

 

 

 

 

თამო თავხელიძე