2023 წლისთვის თურქეთი, ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის ფორმის საკუთარი „პენტაგონის“ აშენებას გეგმავს  ,-  ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 

კომპლექსი განთავსდება ანკარაში,  დაერქმევა ‘ Ay Yıldız, რაც თურქულად ნიშნავს “ნახევარმთვარეს და ვარსკვლავს” და გადააჭარბებს ამერიკული პენტაგონის ზომას დაახლოებით 30%-ით.

 

მათ სურთ შენობებში განათავსონ თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველა ტიპის ჯარის სარდლობა. პრეზიდენტმა ერდოღანმა კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია ჩაატარა და თქვა, რომ შენობა ჩაუნერავს “შიშს მტრებს და ნდობას მეგობრებს”. შენობის მშენებლობაზე პირველი სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

 

 

 

თამო თავხელიძე