12 აპრილს, ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის და  გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრა იგეგმება

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს.

კანცლერის ოფისის ცნობით, შოლცსა და კობახიძეს შორის შეხვედრაზე განიხილება ორმხრივ ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები.

ამასთან,„დოიჩე ველეს“ ცნობით, შოლცისა და კობახიძის შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირებაც იქნება.