შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.
აღვნიშნე, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე.
ასევე, გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გავაკეთე,-წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე,
შეგახსენებთ რომ ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდა.