პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომში დღეს არის ყველაზე რთული ვითარება ვიდრე ყოფილა აქამდე.  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინას ჯარისკაცების ყველაზე მეტი დანაკარგი აქვს.- ამის შესახებ მან 31 მაისს კიევში გამართულ შეხვედრაზე Newsmax-დან რობ შმიტთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ გავდევნეთ მტერი კიევიდან, მაგრამ დედაქალაქის გარეთ, უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის სამხრეთით სიტუაცია რთულია.

 

დღე-ღამეში 60-100 ჯარისკაცს ვკარგავთ და 500-მდე დაჭრილი გვაყავს ბრძოლაში“, – განაცხადა მან.

 

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინის არმია იცავს თავის თავდაცვით ხაზებს და ამავდრიულად უკრაინა ახლა ყველაზე ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრი მთელი მსოფლიოსთვის.

 

ზელენსკი თვლის, რომ ყოფილი სსრკ რესპუბლიკები და ევროკავშირის წევრები, რომელთაგან ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან.

 

თამო თავხელიძე