“უსარგებლო” სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

 

იტალიის პრემიერ-მინისტირის მარიო დრაგის თქმით, 30 მარტს ბოლო საუბრისას მან პუტინს ჰკითხა, როდის შეხვდებოდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის მოსაგვარებლად, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამგვარი შეხვედრის „დრო ჯერ არ მოსულა“.

 

„მე დაჟინებით ვიმეორებდი რომ უნდა შედგეს: „შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე“თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: ”დრო ჯერ არ მოსულა”, – განმარტა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

დრაგიმ აქვე დასძინა, რომ საუბრის ბოლოს ისინი შეთანხმდნენ რამდენიმე დღეში ისევ შედგებოდა მათ შორის სატელეფონო საუბარი, მაგრამ მალევე გავრცელდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ.

 

„ვეთანხმები მათ  აზრს,  ვინც ამბობს, რომ მასთან (პუტინთან) ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან  მართლები არიან რამეთუმ ეს მხოლოდ დროის ფუჭი დაკარვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და კბვლავ გავიმეორებმ როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი,  რომ იგი მოქმედებს სწორედ, როდესაც  ეძებს ყველა შესაძლებლობას დიალოგისთვის, თუმცა  მეჩვენება, რომ ომის საშინელებები  და ეს ხოცვა-ჟლეტა, რაც მათ გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებზე და სატელეფონო ზარებზე, ”- დაასკვნა დრაგიმ.

 

 

თამო თავხელიძე