ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ალიანსის ნებასა და უნარს, დაუპირისპირდეს რუსეთის საფრთხეს.

 

”ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ ნებისმიერ აგრესიას”, – თქვა მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

 

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს კონფლიქტის პროვოცირება, არამედ მშვიდობისკენ ისწრაფვის. მან გაიხსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურდა ნატოს გაფართოება მისი ქვეყნის საზღვრებთან და ამის გამო ომი დაიწყო. ამავდროულად, პუტინმა საპირისპიროს მიაღწია – უფრო მეტი ნატო იქნება რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან, დასძინა სტოლტენბერგმა და მიუთითა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

 

 

 

თამო თავხელიძე