უნგრეთმა ნატოს დამატებითი ძალების განლაგება ტერიტორიაზე, შეუფერებლად მიიჩნია. მეტიც, უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის მხრიდან ეს საქციელი მიუღებელ ქცევად მიიღო.

 

უნგრეთს  საკმარისი რაოდენობის ეროვნული შეიარაღებული ძალები ჰყავს და ამიტომ ქვეყანა არ არის დაინტერესებული ნატოს დანაყოფების დამატებითი განლაგებით. ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ტიბორ ბენკემ განაცხადა.

 

სიტუაციის კომენტირებისას, ბენკემ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, სადაც ნატო განიხილავს დამატებითი ძალების განლაგების შესაძლებლობას ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ტერიტორიებზე.  Sky News-ის თანახმად, შექმნილი ახალი საბრძოლო შენაერთები ათას ადამიანამდე უნდა გაიზარდოს.

 

ბენკემ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე და რუსეთ-უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელთან განიხილავს საბრძოლო დანაყოფების განლაგების შესაძლებლობას. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ უნგრეთის პოზიციიდან, მხოლოდ აშშ-ს სურვილი არ არის საკმარისი. არსებულ ვითარებაში არ არის საჭირო უცხო სამხედრო ძალებზე და დანაყოფებზე დაყრდნობა. – განაცხადა მინისტრმა. უფრო მეტიც, უნგრეთის ინტერესებში არ შედის მომავალში პოზიციის შეცვლა. ყველაფერი თავის ადგილზე დარჩება. სხვათა შორის, ბენკემ გაიხსენა, რომ რამოდენიმე წლის წინ, უკრაინა ამიერკარპატში მაცხოვრებელ უნგრელებს დაუპირისპირდა.

 

კიევი ალიანსისთვის მიუღებლად იქცეოდა, აღნიშნა მინისტრმა. ამრიგად, უნგრეთის მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოში გაწევრიანების მიზნით. “ბოლოს მე პირადად ვუთხარი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ საკითხზე, თუ ამიერკარპატების უნგრელებს მიეცემათ იგივე უფლებები, რასაც ჩვენ ვაძლევთ უნგრეთში მცხოვრებ უკრაინულენოვან ხალხს”. – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნა შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების მიმართ არის, რომ ალიანსის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთით არ განლაგდეს.  მოსკოვი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას თავისთვის დამატებით საფრთხედ მიიჩნევს და მოითხოვს ამ პოლიტიკის შეზღუდვას. 

 

ჯერჯერობით, შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხები უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე რუსეთს არ აწყობს, რის შესახებაც თავად ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე