უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ჯარისკაცებმა, წამებასა და გაუპატიურებაზე ისაუბრეს.

 

ტყვეობიდან გათავისუფლებულმა უკრაინელმა სამხედროებმა ისაუბრეს რუსი დამპყრობლების მიერ სასტიკ წამებაზე, ქალებს აიძულებდნენ სქესობრივ აქტს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განუცხადა.

 

ჯანდაცვის დაწესებულებაში მონიტორინგის დროს, სადაც ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მათ მოახსენეს ოკუპანტების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

 

უკრაინელი სამხედროების უმეტესობა დამპყრობლებმა მარიუპოლის მახლობლად დაატყვევეს. თავდაპირველად ისინი სარდაფებსა და სამეურნეო შენობებში ჰყავდათ, შემდეგ ისინი გადაიყვანეს დონეცკის წინასწარი დაკავების ცენტრში და No120 გამოსწორების კოლონიაში, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განთავსებული“, – განაცხადა მან.

 

ამის შემდეგ უკრაინელი სამხედროები გადაიყვანეს წინასწარი დაკავების ცენტრებში ტაგანროგსა და ვორონეჟში. ამ დროს მათ თვალი ლენტით შემოახვიეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს  და ხელები თოკებით შეახვიეს. „განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს შეიარაღებული ძალების ოფიცრები და აზოვის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები. დაკითხვის დროს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს მუხლებზე აყენებდნენ, თითებზე ავტომატის კონდახითმ ურტყამდნენ ასევე  ღია ჭრილობებზე, იყენებდნენ ბრტყელტუჩას, ყელზე უჭერდნენ მარყუჟს და ახრჩობდნენ. გარდა ამისა, მათ  აწამებდნენ ელექტრო-დენით, სცემდნენ ჩაქუჩით და წიხლებით“, – განაცხადა ომბუდსმენმა. როგორც სამხედროებმა განაცხადეს, ოკუპანტებმა მათ გაუკეთეს უცნობი ნარკოტიკული სასუალება ასო „მ“=ზე, რის შემდეგაც მათ გონება და მეხსიერება დაკარგეს.

 

„დამპყრობლებმა აიძულეს უკრაინელი ჯარისკაცები ესწავლათ ლექსი „მაპატიეთ, ძვირფასო რუსებო“, რუსეთის ფედერაციის ჰიმნი, რუსეთის ფედერაციის გერბისა და დროშის შექმნის ისტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აწამებდნენ. უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ სულ მცირე 17-20 მათგანი იმყოფებოდა 2-3 ადამიანზე გათვლილ საკნებში. აბაზანის ნაცვლად – ვედრო“, – აცნობეს ომბუდსმენმა. ასევე, ტყვეებს აიძულებდნენ სქესობრივ აქტს. დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ექიმმა ისინი გასინჯა მხოლოდ სევასტოპოლში ტყვეთა ბანაკში გადაყვანამდე, სადაც დახმარებას უწევდნენ ICRC-ის წარმომადგენლები. „უკრაინელებს არ აძლევდნენ წყალს, მხოლოდ 1,5 ლიტრს 30-40 ადამიანზე, მათ  შეზღუდული ჰქონდათ დღიური რაციონი, რომელიც შედგებოდა პურისა და ქონის (სალა) ნაჭრისგან . ხანდახან, როდესაც ხორცს აძლევდნენ, დამპყრობლები დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს “ადამიანის” ხორცია, – თქვა დენისოვამ.

 

 

 

თამო თავხელიძე