უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ჯარის ბანაკში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა რამდენიმე კარავი მოიცვა, რუსი სამხედროები საკუთარი ნიჩბებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობით.

კერძოდ კი ხანძარი  ბოგუჩარში (ვორონეჟის რეგიონი) გაჩნდა, სამხედრო კარვების ბანაკში. ამის შესახებ InformNapalm იტყობინება.

 

***

სავარაუდოდ, ხანძარი  13 აპრილს მოხდა. TikTok– ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო ბოგუჩარში ხანძრის შესახებ. ვიდეოზე ნაჩვენებია, რომ ხანძარმა მოიცვა რამდენიმე კარავი, რომლის ჩაქრობასაც სამხედროები ცდილობენ საკუთარი ხელით,  ნიჩბებითა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.

InformNapalm– ის მოხალისეები აცხადებენ, რომ ბოგუჩარი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრში. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ვიდეოში ერთ-ერთი სამხედრო მიუახლოვდა ვიდეოს ავტორს და უთხრა: ”მცირე დამწვრობა მივიღე”.

რუსულ მედიაში, როგორც  ახალი ამბავი,  სამხედრო პოლიგონზე მომხდარი ხანძრის შესახებ არაფერი თქმულა.

 

იხილეთ ვიდეო: შემთხვევის ადგილიდან

 

 

 

 

თამო თავხელიძე