უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება “დიპლომატიური” იქნება.

 

„ადრე ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დიალოგით დასრულება… ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნა და ბევრი გადაწყვეტილების მიღება რუსულ მხარესთან. “ – განაცხადა მან შაბათის ტელემარათონის ფორმატში,  ICTV-სთან ინტერვიუში.

 

“მესმის, რომ დასასრული დიპლომატიური იქნება”. „ახლა ის მანქანას ჰგავს – არა ბენზინის ან ელექტრომობილს, ჰიბრიდს, ამიტომ არის ომი ასეთი რთული და გამარჯვებაც იქნება ძალიან რთული  ეს იქნება სისხლიანი, ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში იქნება“, –

 

განაცხადა ზელენსკიმ

 

„არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ვერ დავასრულებთ, გარდა მოლაპარაკების მაგიდისა. ჩვენ გვინდა ყველაფერი დავიბრუნოთ, რუსეთის ფედერაციას სურს არაფერი  დათმოს“, – განაცხადა მან.

 

 

თამო თავხელიძე