უკრაინის მოქალაქეთა თითქმის ნახევარს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება ვლადიმერ ზელენსკის მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის შესაძლებლობის მიმართ. ამას მოწმობს რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ამ შესაძლებლობას უარყოფითად გამოეხმაურა მოქალაქეთა 48%.

 

ამავე დროს, გამოკითხულთა 21,9% -მა თქვა, რომ ისინი დადებითად რეაგირებენ ამაზე,  18,5% გულგრილი რჩება, ხოლო  გამოკითხულთა 11,6% -ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ გამოკითხულთა 33.7% -ს ჰქონდა ნეგატიური ემოციები პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, ხოლო უკრაინელების 19.2% -ს პირიქით  პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის მიმართ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 53.9% მიიჩნევს, რომ ზელენსკის აქვს პრეზიდენტობის დაბალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. უკრაინელების 19.0% მის კომპეტენციის მაღალ დონეს აფასებს. გამოკითხულთა 42.2% -მა უარყოფითი შეფასება მისცა ზელენსკის ქმედებას პრეზიდენტის რანგში და მას მოქალაქეთა მხოლოდ 13.9% -მა მისცა დადებითი შეფასება.

ასევე, 39.5% -ს აქვს უკიდურესად უარყოფითი მოლოდინი ზელენსკის შემდგომი მოღვაწეობის მიმართ. 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე