უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ. ინფორმაციას BBC News Ukraine ავრცელებს.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.

 

ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას შეეძლება დანიშნოს ნებისმიერი ევროპული გადამზიდავი, რომელიც ასრულებს ფრენებს უკრაინაში. გარდა ამისა, ევროპული გადამზიდავები იღებენ უკრაინის შიდა რეისებზე ფრენის უფლებას. ”მაგალითად, არსებობს ნებართვა კვირაში 14 ფრენისთვის ამსტერდამში, ერთი გადამზიდავით  თითოეულ მხარეს. ახალი ხელშეკრულება  ასეთ შეზღუდვებს ხსნის რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ევროპელ გადამზიდავს შეუძლია კიევში ფრენა, ” – ამის შესახბ ანაცხადა საავიაციო იურისტმა ანდრი გუკმა.

 

ხელშეკრულების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე, Ryanair– მა, უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ევროპაში, გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაეწყო „აგრესიული გაფართოება“ და იმუშავა ერთდროულად უკრაინის 12 ქალაქში. ახლა ის მუშაობს მხოლოდ 5 ქალაქში. ამავდროულად,  უნდა ითქვას, რომ უკრაინული ავიაკომპანიები არ არიან კმაყოფილი ასეთი შეთანხმებით.

 

ამდენად, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp- ს მიაჩნია, რომ შეთანხმების ეკონომიკური კომპონენტი ზიანს აყენებს ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას და  მგზავრებს გრძელვადიან სარგებელს არ მოუტანს. კომპანია აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს საავიაციო ინდუსტრიის მძიმე დაშვების შემდეგ, ევროპელმა გადამზიდავებმა მიიღეს დახმარება ევროკავშირიდან ან ცალკეული ქვეყნებიდან, ხოლო უკრაინულმა გადამზიდავებმა არა.

 

SkyUp, UIA– ს შემდეგ, ამტკიცებს, რომ შეთანხმება ევროპელებისთვის შიდა უკრაინულ ტრანსპორტს ხსნის, მაგრამ უკრაინულებს არ შეეძლებათ ფრენა ევროკავშირის შიგნით.

 

 

 

 

თამო თავხელიძე