უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობებით, წერს Bloomberg-ი.

 

17 ივნისს, ევროკომისია (EC) სავარაუდოდ რეკომენდაციას გაუწევს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ოღონდ კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებული პირობებით.

 

სანამ უკრაინის განაცხადი განიხილება, ევროკავშირის ყველა წევრმა ერთხმად უნდა დაამტკიცოს გადაწყვეტილება, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, დანია, შვედეთი და პორტუგალია, სკეპტიკურად უყურებენ ამ იდეას, -აღნიშნავს Bloomberg.

 

თავად შესვლის კომპლექსურ პროცესს შეიძლება ათ წელზე მეტი დასჭირდეს, ნათქვამია სტატიაში.

 

მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში მოგზაურობისას განაცხადა, რომ ევროკომისია მომავალი კვირის ბოლომდე ჩამოაყალიბებს აზრს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

 

ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

 

ფონ დერ ლეიენმა, აპრილში კიევში ვიზიტისას, ზელენსკის მისცა კითხვარი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

ევროკომისია ამჟამად აფასებს უკრაინის პასუხებს და, როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში წარუდგენს თავის რეკომენდაციებს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ ევროკავშირის ლიდერებს.

 

თამო თავხელიძე