ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი ქწრი ფუკუნაგა უკრაინაში მოხალისედ ჩავიდა.  ბუჩას, ბოროდიანკასა და გოსტომელის გათავისუფლების შემდეგ ის იქ ხალხს საკვებით ეხმარება. აი, რას ამბობს ის იმის შესახებ, რაც ნახა და რატომ არის მხოლოდ კრიზისში მყოფი ადამიანის კვებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი:

 

როდესაც ბუჩაში ჩავედით, ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო სარდაფებიდან და სამალავებიდან ამოსვლა. არმოჩნდა რომ ჩვენ პირველები ვიყავით ვინც ოკუპაციის სემდეგ ბუჩაში ჩავიდა, ჩვენ მივიტანდთ ცხელი სადილი და მივედით იმ ადგილას სადაც ბევრი ადამიანი იყო. ესენი იყვნენ ფაბრიკის მუშები რომლებიც დასავლეთ ბუჩაში მდებარე ფაბრიკაში მუშაობენ, ისინი ემოციებს ვერ მალავდნენ ცვენ შევპირდით რომ მეორე დღესაც მივიდოდით….და ჩვენ დიდი სატვირთო მანქანით სავსე პროდუქტებით დავბრუნდით მეორე დღეს…ზუსტად ამ დღეს პრესაში გამოქვეყნდა მშვიდობიანი და გარდაცვლილი მოსახლეობის ფოტოები….თითქოს წარმოუდგენელია მხოლოდ საკვებით  ჩამოსვლა ამ ადამიანებთან, მაგრამ ასეთი სახის  დახმარება სინამდვილეში ძალიან ბევრს ნიშნავს ეს უბრალოდ სიყვარულის აქტია იმ ადამიანების მიმართ რომელთაც აბსოლუტურად არაფერი აღარ აქვთ…