გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

#პროდუქტი ინფლაციის მაჩვენებელი და ამ პროდუქტის საშუალო ფასი:

1 ნიორი ფასი გაიზარდა 318,4%-ით 1 კგ – 24,98 ლარი
2 ლიმონი 151,3%-ით 1 კგ – 8,21 ლარი
3 ვაშლი 77,2%-ით 1 კგ – 3,92 ლარი
4 წიწიბურა 74,2%-ით 1 კგ – 4,42 ლარი
5 საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი 68,3%-ით 1 წთ – 0,40 ლარი
6 საზამთრო 60,2%-ით –
7 კივი 57,6%-ით 1 კგ – 6,73 ლარი
8 ყურძენი 56,1%-ით –
9 ჭარხალი 54,1%-ით 1 კგ – 1,81 ლარი
10 ატამი 48,0%-ით –

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

# პროდუქტი ინფლაციის მაჩვენებელი პროდუქტის საშუალო ფასი:

1 კომბოსტო ფასი შემცირდა 69,8%-ით 1კგ – 0,68 ლარი
2 თვითმფრინავით მგზავრობა (-49,2%-ით) 1 ბილეთი – 143,28 ლარი
3 მწვანე ლობიო (-25,2%-ით) –
4 წიწაკა (-23,5%-ით) 1 კგ – 8,17 ლარი
5 ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ (-19,2%-ით) –
6 ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი (-14,0%-ით) 1 წყვილი – 104,89 ლარი
7 ქალის საზაფხულო კაბა (-13,4%-ით) –
8 ქალის ზამთრის პალტო (-12,3%-ით) –
9 პომიდორი (-11,8%-ით) 1 კგ – 3,81 ლარი
10 ქალის დემისეზონური ქურთუკი (-11,3%-ით) –

აღნიშნული ფასები არის ზოგადი ხასიათის და არ ასახავს რომელიმე კონკრეტული ხარისხის პროდუქტის ფასს.

ავტორი:ირაკლი მაკალათია