უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გადასახადების შესახებ ევროკავშირმა, კომპრომისი დაამტკიცა. 6 ივნისიდან გადასახადები ამოქმედდება ქათმის ხორცზე, კვერცხზე, შაქარზე, შვრიაზე, სიმინდისა და თაფლზე. და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამ საქონლის იმპორტის მოცულობა აღემატება 2021 წლის შუა პერიოდიდან 2023 წლის ბოლომდე პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.

კვოტები ჯერ არ ეხება უკრაინულ ხორბალს – თუმცა, ის ასევე შეიძლება მოხვდეს სიაში, თუ მისი იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მკვეთრად გაიზრდება.