პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე ოთხ წერტილზე სატვირთო მანქანების მოძრაობას ბლოკავენ ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო სამსახურში იტყობინება, იუწყება Ukrinform.

 

საბაჟო ოფიცრების განცხადებით, საგუშაგოზე „მედიკა-შეგინი“ პოლონელი მომიტინგეები აგრძელებენ უკრაინაში შემავალი და გამომავალი სატვირთო მანქანების გადაადგილების ბლოკირებას, ავტობუსებისა და მანქანების გადაადგილება კი, შეუფერხებლად მიმდინარეობს.