თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავმა F-16-მა,  პოლონეთის ქალაქ მალბორკის მახლობლად რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს საჰაერო სარდლობის ოფიციალურ ვებგვერდზე. მალბორკში არის ავიაბაზა, სადაც ოთხი თურქული F-16 გამანადგურებელია განთავსებული. ივლისის დასაწყისში ისინი პოლონეთში  ბალტიის ზღვის რეგიონში საჰაერო პოლიტიკის მისიის ფარგლებში ჩაფრინდნენ. როდესაც ცაზე უცნობი თვითმფრინავი შწამჩნიეს, თურქული გამანადგურებლები მალბორკიდან აფრინდნენ და თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს და აიძულეს დაეტოვებინა საჰაერო სივრცე. 

 

”მოკავშირეთა მებრძოლები 24 საათის განმავლობაში ცდილობენ დაადგინონ თვითმფრინავები, რომლებიც ფრენენ გეგმის ან  გადამცემის გარეშე,   მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დასაცავად”, – ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

 

 

თამო თავხელიძე