თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა,-ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

 

თურქეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით, კაჰრამანმარასზე რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე მობილიზებულია  სამაშველო ჯგუფები. როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, თვითმფრინავზე იმყოფებოდა 5 რუსი სამხედრო და თურქეთის 3 წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის ბედი უცნობია,  Hurriyet- ის ცნობით, თვითმფრინავი მთას დაეჯახა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა RBC– ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი არ ეკუთვნის დეპარტამენტს. რუსეთის საელჩომ თურქეთში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

 

 

 

 

თამო თავხელიძე